შესრულების პროცედურების შეჩერება და შეწყვეტა

საარბიტრაჟო პანელი ორივე მხარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ვალდებულია, ნებისმიერ დროს შეაჩეროს მუშაობა მხარეთა მიერ შეთანხმებული ვადით, რომელიც არ უნდა აჭარბებდეს ზედიზედ 12 თვეს. საარბიტრაჟო პანელი ვალდებულია განაგრძოს მუშაობა ამ პერიოდის დასრულებამდე ორივე მხარის წერილობითი მოთხოვნის ან ამ პერიოდის დასრულების მომენტისათვის ნებისმიერი მხარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. განმცხადებელმა მხარემ აღნიშნულის შესახებ შეტყობინება უნდა გაუგზავნოს ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარეს ან თანათავმჯდომარეებს და მეორე მხარეს, ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. თუ პროცესის შეჩერების შეთანხმებული ვადის გასვლის დროისათვის მხარე არ მოითხოვს საარბიტრაჟო პანელის მუშაობის გაგრძელებას, პროცესი შეწყდება. საარბიტრაჟო პანელის მუშაობის შეჩერება და შეწყვეტა გავლენას არ ახდენს არცერთი მხარის უფლებებზე სხვა პროცესებში, ამ შეთანხმების 26
0-ე მუხლის შესაბამისა