1.
საარბიტრაჟო პანელმა ყველა ღონე უნდა იხმაროს გადაწყვეტილების კონსენსუსით მისაღებად. თუმცა, თუ გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღება არ ხერხდება, განსახილველი საკითხი ხმათა უმრავლესობით გადაწყდება. პანელის თათბირები კონფიდენციალურია და განსხვავებული აზრები არ გამოიცემა.

2.
მხარეები საარბიტრაჟო პანელის გადაწყვეტილებებს უპირობოდ უნდა დაეთანხმონ. გადაწყვეტილებები ფიზიკურ ან იურიდიულ პირს არ უნდა აკისრებდეს რაიმე უფლებას ან ვალდებულებას. გადაწყვეტილებები უნდა შეიცავდეს დადგენილ ფაქტებს, დასკვნებს ამ შეთანხმების 2
37-ე მუხლში მითითებული შესაბამისი დებულებების გამოყენებადობის თაობაზე და მის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილებისა და დასკვნის მიღების ძირითად მიზეზებს. ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე-3  პუნქტით განსაზღვრულმა ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმმა საარბიტრაჟო პანელის სრული გადაწყვეტილებები მისი წარდგინებიდან 10 დღის ვადაში უნდა გახადოს საჯაროდ ხელმისაწვდომი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის სხვაგვარად გადაწყვეტს იმ მიზნით, რომ დაიცვას მხარის მიერ მოწოდებული კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც კონფიდენციალურად განისაზღვრა ამ მხარის მიერ თავისი კანონმდებლობის საფუძველზე.

ნაწილი 4

ზოგადი დებულებე