1.      საარბიტრაჟო პანელმა მხარეებსა და ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტს თავისი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ უნდა შეატყობინოს პანელის შექმნიდან 120 დღის განმავლობაში. როდესაც გადაწყვეტილების მიღება არ ესწრება აღნიშნულ ვადაში, პანელის თავმჯდომარე ამის შესახებ წერილობით აცნობებს მხარეებს და ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტს შეატყობინებს დაგვიანების მიზეზებს და თარიღს, როდესაც პანელი გადაწყვეტილების წარდგენას გეგმავს. გადაწყვეტილების მიღება არცერთ შემთხვევაში არ უნდა გადასცილდეს საარბიტრაჟო პანელის შექმნიდან 150 დღეს.

2.      გადაუდებელი შემთხვევებისას, მათ შორის მალფუჭებად საქონელთან ან სეზონურ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული შემთხვევებისას, საარბიტრაჟო პანელმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა მხარეებს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო პანელის შექმნიდან 60 დღეში მიაწოდოს. ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა გადასცილდეს საარბიტრაჟო პანელის შექმნიდან 75 დღეს.

3.      ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-11 თავთან (ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში) დაკავშირებული დავის არსებობისას, რომელსაც ერთი მხარე გადაუდებლად მიიჩნევს ბუნებრივი აირის, ნავთობის ან ელექტროენერგიის გადაზიდვის სრული ან ნაწილობრივი შეფერხების ან შეფერხების საფრთხის გამო, პანელმა მხარეებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ უნდა აცნობოს შექმნიდან 40 დღეში.

ქვენაწილი 2

გადაწყვეტილების შესრულე