1.      ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-11 თავთან (ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში) დაკავშირებული დავის არსებობისას, რომელსაც ერთი მხარე გადაუდებლად მიიჩნევს ბუნებრივი აირის, ნავთობის ან ელექტროენერგიის გადაზიდვის სრული ან ნაწილობრივი შეფერხების ან შეფერხების საფრთხის გამო, ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს, საარბიტრაჟო პანელისთვის მიმართვის გზით მოითხოვოს, რომ საარბიტრაჟო პანელის თავმჯდომარემ შეასრულოს მომრიგებელი შუამავლის ფუნქცია.

2.      მომრიგებელი შუამავალი უნდა ეცადოს, რომ დავა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გადაწყდეს ან მოხდეს ასეთი შეთანხმების მიღწევის პროცედურაზე შეთანხმება. თუ ასეთი შეთანხმება ვერ მიიღწევა მომრიგებელი შუამავლის დანიშვნიდან 15 დღის განმავლობაში, ამ უკანასკნელმა მხარეებს უნდა შესთავაზოს დავის კონკრეტული გადაწყვეტა ან რეკომენდაცია მისცეს დავის გადაწყვეტის პროცედურასთან დაკავშირებით. კონსილიატორი ასევე იღებს გადაწყვეტილებას იმ წესების და პირობების შესახებ, რომელიც დაცული უნდა იყოს მის მიერ მითითებული თარიღიდან დავის გადაწყვეტამდე.

3.      კონსილიატორის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან სამი თვის განმავლობაში ან დავის გადაწყვეტამდე, რომელი შემთხვევაც უფრო ადრე დადგება, მხარეებმა და მათ დაქვემდებარებაში ან იურისდიქციაში მყოფმა დაწესებულებებმა უნდა დაიცვან მე-2 პუნქტის მიხედვით გაცემული რეკომენდაციები მოქმედების წესებსა და პირობებთან დაკავშირებით.

4.      მომრიგებელმა შუამავალმა უნდა დაიცვას ქცევის კოდექსი, რომელიც მოცემულია ამ შეთანხმების XXI დანართშ