1.      თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შესრულება შეუძლებელია, მხარეები უნდა ეცადონ შეთანხმდნენ ვადაზე, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შესრულდება. ამ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ მხარეებისთვის გაგზავნილი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 30 დღისა, მეორე მხარესა და ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტს უნდა აცნობოს იმ დროის შესახებ, რაც მას გადაწყვეტილების შესასრულებლად დასჭირდება („გონივრული ვადა“).

2.      თუ მხარეები ვერ თანხმდებიან გონივრულ ვადაზე, განმცხადებელმა მხარემ, მოპასუხე მხარის მიერ ამ მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით გაგზავნილი შეტყობინების მიღებიდან 20 დღის განმავლობაში, წერილობით უნდა სთხოვოს საარბიტრაჟო პანელს განსაზღვროს გონივრული ვადის ხანგრძლივობა. ასეთი მოთხოვნის შესახებ შეტყობინება უნდა გაეგზავნოს მეორე მხარეს და ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტსაც. თავდაპირველმა საარბიტრაჟო პანელმა თავისი გადაწყვეტილება მხარეებს და ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტს უნდა აცნობოს მოთხოვნის გაგზავნიდან 20 დღის განმავლობაში.

3.      გონივრული ვადის გასვლამდე სულ ცოტა ერთი თვით ადრე, მოპასუხე მხარემ განმცხადებელ მხარეს წერილობით უნდა აცნობოს პანელის გადაწყვეტილების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

4.      მხარეთა ურთიერთშეთანხმებით შესაძლებელია გონივრული ვადის გაგრძელებ