მუხლი 259. გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო დავის მოგვარების დროებითი საშუალებების გამოყენების შემდეგ გადაწყვეტილების შესრულების მიზნით მიღებული ზომების გადახედვა
თავი 14 — დავების მოგვარება
1. ვალდებულებების შეჩერების ან დროებითი კომპენსაციის განხორციელების შემდეგ, მოპასუხე მხარემ განმცხადებელ მხარეს და ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტს უნდა შეატყობინოს იმ ზომების შესახებ, რომელიც მან საარბიტრაჟო პანელის გადაწყვეტილების შესრულების მიზნით მიიღო. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამონაკლისების გარდა, განმცხადებელმა მხარემ ვალდებულებების შეჩერება შეტყობინების მიღებიდან 30 დღეში უნდა გააუქმოს. იმ შემთხვევებში, როდესაც კომპენსაცია იქნა გამოყენებული, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამონაკლისების გარდა, მოპასუხე მხარეს შეუძლია ასეთი კომპენსაციის განხორციელება შეწყვიტოს საკითხის პანელის გადაწყვეტილებასთან შესაბამისობის მოყვანის თაობაზე შეტყობინების გაგზავნიდან 30 დღეში.
2. თუ მხარეები შეტყობინების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში ვერ შეთანხმდებიან იმის თაობაზე, მოჰყავს თუ არა მოპასუხე მხარის მიერ მიღებულ ზომას საკითხი ამ შეთანხმების 245-ე მუხლის დებულებებთან შესაბამისობაში, განმცხადებელმა ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება წერილობით უნდა მოსთხოვოს თავდაპირველ საარბიტრაჟო პანელს. ეს მოთხოვნა ერთდროულად უნდა გადაეგზავნოს მეორე მხარესა და ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტს. პანელმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ მხარეებსა და ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტს უნდა აცნობოს მოთხოვნის წარდგენიდან 45 დღის განმავლობაში. თუ პანელი გადაწყვეტს, რომ მიღებულ ზომას საკითხი 245-ე მუხლის დებულებებთან შესაბამისობაში მოჰყავს, ვალდებულებების შეჩერება ან კომპენსაცია უნდა შეწყდეს. შესაბამის შემთხვევებში, განმცხადებელი მხარე ვალდებულია ვალდებულებების შეჩერების ოდენობა შეუთავსოს საარბიტრაჟო პანელის მიერ დადგენილ ოდენობა
მუხლი 84. გადახედვა— საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება
მუხლი 19. დავების მოგვარება— შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ
მუხლი 33. დავების მოგვარება— HS კოდი
პროდუქციის აღწერა
წარმოშობის სტატუსის მისაღებად წარმოშობის არმქონე მასალებზე განსახორციელებელი საჭირო სამუშაოები და გადამამუშავებელი პროცესები
(1)
(2)
(3) ან (4)
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „HS კოდი
პროდუქციის აღწერა
წარმოშობის სტატუსის მისაღებად წარმოშობის არმქონე მასალებზე განსახორციელებელი საჭირო სამუშაოები და გადამამუშავებელი პროცესები
(1)
(2)
(3) ან (4)“, მუხლი 259, №200/42, 27.06.2014, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016275 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2496959/muxli-259/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია