1.      ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-11 თავთან (ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში) დაკავშირებული დავის არსებობისას, რომელსაც ერთი მხარე გადაუდებლად მიიჩნევს ბუნებრივი აირის, ნავთობის ან ელექტროენერგიის გადაზიდვის სრული ან ნაწილობრივი შეფერხების ან შეფერხების საფრთხის გამო, დავის მოგვარების საშუალებებთან დაკავშირებით მხარეებს შორის მოქმედებს ამ მუხლის დებულებები.

2.      ამ შეთანხმების 255-ე, 256-ე და 257-ე მუხლებიდან გადახვევის გზით განმცხადებელს შეუძლია ამ შეთანხმების IV კარიდან (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) გამომდინარე ვალდებულებების შეჩერება იმ ოდენობით, რაც უთანაბრდება იმ მხარის ქმედებით გამოწვეულ შეზღუდვას ან გაუქმებას, რომელმაც არ შეასრულა საარბიტრაჟო პანელის გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის განმავლობაში. ამ შეჩერების ძალაში შესვლა შესაძლებელია დაუყოვნებლივ. ვალდებულებების ამგვარი შეჩერება შესაძლებელია გაგრძელდეს იმ დროით, რა დროის განმავლობაშიც მოპასუხე მხარე არ ასრულებს პანელის გადაწყვეტილებას.

3.      თუ მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის შესრულების არარსებობას ან შესრულების არარსებობის გამო ვალდებულებების შეჩერების  დონეს, მას შეუძლია ამ შეთანხმების 257-ე მუხლის მე-4 პუნქტის და 259-ე მუხლის მიხედვით წამოიწყოს პროცესი, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება. განმცხადებელ მხარეს შეზღუდვის მოხსნის ან მისი შეცვლის ვალდებულება წარმოეშობა მხოლოდ პანელის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. პროცესის მიმდინარეობისას მას შეუძლია ვალდებულების შეჩერება ძალაში დატოვო