თუ ამ თავის მიხედვით მიმდინარე საარბიტრაჟო პროცესში თავდაპირველი პანელი ან მისი წევრები ვეღარ მონაწილეობენ, უარს ამბობენ მონაწილეობაზე, ან საჭიროა მათი შეცვლა იმის გამო, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ ამ შეთანხმების XXI დანართში მოცემულ ქცევის კოდექსის მოთხოვნებს, ამოქმედდება ამ შეთანხმების 249-ე მუხლით გაწერილი პროცედურა. ასეთ შემთხვევაში, გადაწყვეტილების შეტყობინებისათვის დადგენილი ვადა გაგრძელდება 20 დღით, გარდა 249-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაუდებელი დავებისა, რა შემთხვევაშიც ვადა 5 დღით გაგრძელდება.
ქვენაწილი 3
საერთო დებულებე