1.
საარბიტრაჟო პანელი შედგება 3 არბიტრისგან.
2.
საარბიტრაჟო პანელის შექმნის მოთხოვნის მიღებისთანავე მხარეებმა უნდა გაიარონ კონსულტაციები ერთმანეთთან და ეცადონ, შეთანხმნდენ პანელის შემადგენლობაზე. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიუხედავად საარბიტრაჟო პანელის შექმნამდე ნებისმიერ დროს მხარეებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმებით შეადგინონ საარბიტრაჟო პანელი.
3.
თუ პანელის შექმნის მოთხოვნიდან 5 დღის შემდეგ პანელის შექმნის შესახებ შეთანხმება არ იქნება მიღწეული, თითოეულ მხარეს შეუძლია პანელის შესადგენად ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის გამოყენება მოითხოვოს. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაწყების მოთხოვნიდან 10 დღის განმავლობაში, თითოეულ მხარეს შეუძლია დანიშნოს არბიტრი ამ შეთანხმების 268-ე მუხლით გათვალისწინებული სიიდან. თუ რომელიმე მხარე არ დანიშნავს არბიტრს, მაშინ მეორე მხარის მოთხოვნით, არბიტრს წილისყრით აირჩევს ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე, თანათავმჯდომარეები, ან მათი დელეგატები ამ შეთანხმების 2
59-ე მუხლის მიხედვით შედგენილი სიის შესაბამისი მხარის ქვესიიდან. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან საარბიტრაჟო პანელის თავმჯდომარის კანდიდატურაზე, პანელის თავმჯდომარეს, ნებისმიერი მხარის მოთხოვნით, წილისყრით აირჩევს ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე, თანათავმჯდომარეები, ან მათი დელეგატები ამ შეთანხმების 2
59-ე მუხლის მიხედვით შედგენილი საარბიტრაჟო პანელის თავმჯდომარეების ქვესიიდან.
4.
ერთი ან რამდენიმე არბიტრის წილისყრით არჩევის შემთხვევაში, წილისყრა ტარდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წილისყრის მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში.
5.საარბიტრაჟო პანელის შექმნის თარიღად ითვლება ის დღე, როდესაც სამივე შერჩეული არბიტრი X
VI დანართში მოცემული პროცედურული წესების მიხედვით, დაეთანხმება დანიშვნას.
6.
თუ 2
59-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სია არ არის შედგენილი ან არ შეიცავს საკმარის სახელებს იმ დროისთვის, როდესაც ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით წარდგენილი იქნება მოთხოვნა, არბიტრები შეირჩევა წილისყრით. წილისყრა მოხდება იმ პირებს შორის, რომლებიც ოფიციალურად არიან წარდგენილნი თითოეული მხარის მიერ. თუ რომელიმე მხარე არ წარადგენს კანდიდატურებს, წილისყრა მოხდება მეორე მხარის მიერ წარდგენილ პირებს შორის.
7.
თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-11 თავთან (ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში) დაკავშირებული დავის არსებობისას, რომელსაც ერთი მხარე გადაუდებლად მიიჩნევს ბუნებრივი აირის, ნავთობის ან ელექტროენერგიის გადაზიდვის სრული ან ნაწილობრივი შეფერხების ან შეფერხების საფრთხის გამო, გამოიყენება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შერჩევის პროცედურა ამ მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადებისთვის მიმართვის გარეშე და ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ვადა არის 2 დღ