1.
მხარეები უნდა ეცადონ, ამ შეთანხმების 2
37-ე მუხლში აღნიშნული ნებისმიერი დავა გადაწყვიტონ კეთილსინდისიერი კონსულტაციების მეშვეობით, რაც მიმართული იქნება ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმების მიღწევისკენ.
2.
კონსულტაციების წამოწყება ხდება ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის გაგზავნილი წერილობითი მოთხოვნით, რომელშიც მითითებულია მოთხოვნის მიზეზი განსახილველი საკითხის ჩათვლით და ამ შეთანხმების 2
37-ე მუხლის ის დებულება, რომელიც მხარის აზრით არის გამოსაყენებელი. მოთხოვნის ასლი ეგზავნება ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს, როგორც დადგენილია ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე-3 პუნქტით.
3.
კონსულტაციები უნდა ჩატარდეს მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში და, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმებულან, მოთხოვნის ადრესატი მხარის ტერიტორიაზე. კონსულტაციები დასრულებულად ითვლება მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები კონსულტაციების გაგრძელებაზე შეთანხმდებიან. კონსულტაციები, კონკრეტულად კი კონსულტაციის მიმდინარეობისას გამჟღავნებული ყველა სახის ინფორმაცია და მხარეთა პოზიციები, კონფიდენციალურია და არ შეიძლება მეორე მხარის საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული ნებისმიერ შემდგომ პროცესში.
4.
კონსულტაციები გადაუდებელ საკითხებზე, მათ შორის მალფუჭებად საქონელთან ან სეზონურ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, უნდა გაიმართოს მოთხოვნის ადრესატის მიერ მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში და უნდა დასრულდეს იმავე 15 დღეში გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები კონსულტაციების გაგრძელებაზე შეთანხმდებიან.
5.
თუ მხარე, რომლის მიმართაც არის წაყენებული მოთხოვნა, კონსულტაციების დაწყების მოთხოვნას ამ უკანასკნელის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში არ უპასუხებს, თუ კონსულტაციები არ გაიმართება ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით დადგენილ ვადებში, თუ მხარეები შეთანხმდებიან, რომ კონსულტაციები არ გაიმართოს ან თუ კონსულტაციები დასრულდა და მხარეებს შორის მისაღები შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, მხარეს, რომელმაც წამოიწყო კონსულტაციების პროცედურა, შეუძლია მიმართოს ამ შეთანხმების 24
0-ე მუხლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
6.
კონსულტაციების მიმდინარეობისას თითოეულმა მხარემ უნდა წარმოადგინოს საკმარისი ფაქტობრივი ინფორმაცია, რათა მოხდეს სრულყოფილი განხილვა იმისა, თუ რა ფორმით შეეძლო განსახილველ ღონისძიებას გავლენა მოეხდინა ამ შეთანხმების მოქმედებასა და გამოყენებაზე.
7.
როდესაც კონსულტაციები ეხება ენერგოპროდუქტების გადაზიდვას ქსელების მეშვეობით და ერთი მხარე დავის გადაწყვეტას გადაუდებლად მიიჩნევს მხარეთა შორის ბუნებრივი აირის, ნავთობის ან ელექტროენერგიის გადაზიდვის სრული ან ნაწილობრივი შეფერხების გამო, კონსულტაციები მხარეებს შორის უნდა გაიმართოს მოთხოვნის წარდგენიდან 3 დღის ვადაში და დასრულებულად უნდა ჩაითვალოს იმავე 3 დღეში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები კონსულტაციების გაგრძელებაზე შეთანხმდებია