მუხლი 245. შეტყობინება საარბიტრაჟო პანელის გადაწყვეტილების თაობაზე
თავი 14 — დავების მოგვარება
1. საარბიტრაჟო პანელმა მხარეებსა და ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს თავისი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ უნდა შეატყობინოს პანელის შექმნიდან 120 დღის განმავლობაში. როდესაც გადაწყვეტილების მიღება არ ესწრება აღნიშნულ ვადაში, პანელის თავმჯდომარე ამის შესახებ წერილობით აცნობებს მხარეებს და ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს შეატყობინებს დაგვიანების მიზეზებს და თარიღს, როდესაც პანელი გადაწყვეტილების წარდგენას გეგმავს. გადაწყვეტილების მიღება არცერთ შემთხვევაში არ უნდა გადასცილდეს საარბიტრაჟო პანელის შექმნიდან 150 დღეს.
2. გადაუდებელი შემთხვევებისას, მათ შორის მალფუჭებად საქონელთან ან სეზონურ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული შემთხვევებისას, საარბიტრაჟო პანელმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა მხარეებს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო პანელის შექმნიდან 60 დღეში მიაწოდოს. ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა გადასცილდეს საარბიტრაჟო პანელის შექმნიდან 75 დღეს.
3. ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-11 თავთან (ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში) დაკავშირებული დავის არსებობისას, რომელსაც ერთი მხარე გადაუდებლად მიიჩნევს ბუნებრივი აირის, ნავთობის ან ელექტროენერგიის გადაზიდვის სრული ან ნაწილობრივი შეფერხების ან შეფერხების საფრთხის გამო, პანელმა მხარეებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ უნდა აცნობოს შექმნიდან 40 დღეში.
მუხლი 251. საარბიტრაჟო პანელის ანგარიში— HS კოდი
პროდუქციის აღწერა
წარმოშობის სტატუსის მისაღებად წარმოშობის არმქონე მასალებზე განსახორციელებელი საჭირო სამუშაოები და გადამამუშავებელი პროცესები
(1)
(2)
(3) ან (4)
მუხლი 243. ექსპერტთა პანელი— HS კოდი
პროდუქციის აღწერა
წარმოშობის სტატუსის მისაღებად წარმოშობის არმქონე მასალებზე განსახორციელებელი საჭირო სამუშაოები და გადამამუშავებელი პროცესები
(1)
(2)
(3) ან (4)
მუხლი 249. სააბრიტრაჟო პანელის შექმნა— HS კოდი
პროდუქციის აღწერა
წარმოშობის სტატუსის მისაღებად წარმოშობის არმქონე მასალებზე განსახორციელებელი საჭირო სამუშაოები და გადამამუშავებელი პროცესები
(1)
(2)
(3) ან (4)
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება“, მუხლი 245, №25/21, 21.10.2019, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016628 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.10.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5069283/muxli-245/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია