შესრულების
მიზნით მიღებული
ზომების გადახედვა

1.
მოპასუხე მხარემ განმცხადებელ მხარეს და ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე-3  პუნქტით განსაზღვრულ ვაჭრობის საკითხებზე  სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს უნდა აცნობოს გონივრული ვადის დასრულებამდე მიღებული ნებისმიერი იმ ზომის შესახებ, რომელიც მიღებული იყო პანელის გადაწყვეტილების შესრულების მიზნით.

2.
თუ მხარეებს შორის არსებობს დავა ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის შესასრულებლად მიღებული რომელიმე ზომის არსებობასა ან ამ შეთანხმების 2
37-ე მუხლთან შესაბამისობასთან დაკავშირებით, განმცხადებელმა მხარემ წერილობით უნდა მოსთხოვოს საარბიტრაჟო პანელს, რათა ამ უკანასკნელმა მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე. ასეთ მოთხოვნაში უნდა იყოს აღნიშნული განსახილველი ზომა და ისე უნდა იყოს ახსნილი ამ ზომის წინამდებარე შეთანხმების 2
37-ე მუხლის დებულებებთან შეუსაბამობა, რომ ეს საკმარისი იყოს საჩივრის სამართლებრივი საფუძვლის ნათლად წარმოჩენისთვის. თავდაპირველმა საარბიტრაჟო პანელმა თავისი გადაწყვეტილება მხარეებს და ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს უნდა აცნობოს მოთხოვნის გაგზავნიდან 45 დღის განმავლობაშ