1.
ამ თავში დადგენილი ყველა ვადა, საარბიტრაჟო პანელისთვის გადაწყვეტილებების მიღების ვადების ჩათვლით, გამოითვლება კალენდარული დღეებით და აითვლება შესაბამისი ქმედების განხორციელების ან ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული.

დავის მონაწილე მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია ამ თავში დადგენილი ნებისმიერი ვადის შეცვლა. საარბიტრაჟო პანელს შეუძლია მხარეებს ნებისმიერ დროს შესთავაზოს ამ თავში გათვალისწინებული ნებისმიერი ვადის შეცვლა, რაც ამ შეთავაზების მიზეზებსაც უნდა შეიცავდეს.

კარი V

ეკონომიკური თანამშრომლობა

თავი 1

ეკონომიკური დიალო