1.      ამ მუხლში განსაზღვრული პროცედურები მოქმედებს დავებზე, რომლებიც უკავშირდება ამ შეთანხმების იმ დებულებების ინტერპრეტაციასა და გამოყენებას, რომლებიც მხარეს აკისრებს იმგვარ ვალდებულებას, რაც ევროკავშირის სამართლის დებულებაზე მითითებით დგინდება.

2.      როდესაც წარმოიშობა დავა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ევროკავშირის სამართლის დებულების ინტერპრეტაციის საკითხზე, საარბიტრაჟო პანელმა საკითხის გადაწყვეტის მაგივრად უნდა მიმართოს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ასეთ შემთხვევაში, საარბიტრაჟო პანელის გადაწყვეტილების მიღებისთვის დადგენილი ვადების მოქმედება ჩერდება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო პანელისთვის სავალდებულო ხასიათს ატარებს.

ნაწილი 4

ზოგადი დებულებე