1.      ამ შეთანხმების IV კარით (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) განსაზღვრული დაახლოების შეფასება ევროკავშირის მიერ უნდა დაიწყოს მას შემდეგ, რაც საქართველო აცნობებს ევროკავშირს ამ შეთანხმების 271-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-4 და მე-8 თავებით.

2.      ევროკავშირმა უნდა შეაფასოს, რამდენად მოხდა საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან და რამდენად ეფექტიანად ხდება ეროვნული კანონმდებლობის განხორციელება და აღსრულება. საქართველომ ევროკავშირს უნდა მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია ამ შეფასების განხორციელებისთვის, ორმხრივად შეთანხმებულ სამუშაო ენაზე.

3.      შეფასების პროცესში, ევროკავშირმა მხედველობაში უნდა მიიღოს საქართველოში შესაბამისი ინფრასტრუქტურის, უწყებების და პროცედურების არსებობა და ფუნქციონირება, რომელიც აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობის ეფექტიანი განხორციელებისა და აღსრულებისთვის.

4.      ევროკავშირის მიერ მე-2 პუნქტის შესაბამისად განხორციელებულმა შეფასებამ მხედველობაში უნდა მიიღოს ეროვნული კანონმდებლობის ყველა ის დებულება ან ადმინისტრაციული პრაქტიკა, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის იმ კანონმდებლობას, რომელთანაც ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) შესაბამისად განსაზღვრულია დაახლოება ან საქართველოს ადგილობრივ კანონმდებლობას, რომელიც შესაბამისად დაახლოებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

5.      ამ შეთანხმების 276-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადებში, ევროკავშირმა უნდა აცნობოს საქართველოს მის მიერ განხორციელებული შეფასების შედეგები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სხვაგვარად არის განსაზღვრული. მხარეებმა შეიძლება განიხილონ განხორციელებული შეფასება ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტში, რომელიც განსაზღვრულია ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტში ან მის შესაბამის ქვეკომიტეტებში, ამ შეთანხმების 419-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრულ