1. ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულმა ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს შესაბამისი პროცედურები დაახლოების შეფასების ხელშეწყობისთვის და დაახლოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ეფექტური გაცვლის უზრუნველყოფისთვის, მათ შორის შეფასების ვადები და ფორმა, შინაარსი და გასაცვლელი ინფორმაციის სამუშაო ენა.
2. ნებისმიერი მითითება ევროკავშირის სამართლებრივ აქტზე ამ შეთანხმების IV კარში (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მოიცავს ცვლილებების, დამატებების და ჩანაცვლებების ღონისძიებებს, რომლებიც გამოქვეყნებულია ევროკავშირის ოფიციალურ გაზეთში 2013 წლის 29 ნოემბრამდე.
3. ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-8 თავების დებულებებს კონფლიქტის შემთხვევაში ამ თავის დებულებებთან შედარებით უპირატესი ძალა აქვს.
4. ამ თავის დებულებების დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიები არ განიხილება ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთანდაკავშირებული საკითხები) მე-14 თავის (დავების მოგვარება) შესაბამისად.
კარი V
ეკონომიკური თანამშრომლობა
ეკონომიკური დიალო