მუხლი 286🔗

მხარეები განავითარებენ და განამტკიცებენ თანამშრომლობას სტატისტიკის საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს დროული, საერთაშორისო დონეზე შედარებადი და საიმედო სტატისტიკური მონაცემების უზრუნველყოფის გრძელვადიანი მიზნის შესრულებას. მოსალოდნელია, რომ მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი ეროვნული სტატისტიკის სისტემა საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებს, ბიზნესებსა და გადაწყვეტილების მიმღებთ მიაწვდის რელევანტურ ინფორმაციას, რაც  საშუალებას მისცემთ, მის საფუძველზე მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები. ეროვნული სტატისტიკის სისტემა  დაიცავს გაეროს „ოფიციალური სტატისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს“,  სტატისტიკის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობის, მათ შორის, „ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსის“ გათვალისწინებით, ეროვნული სტატისტიკის სისტემის ევროპის სტატისტიკის ნორმებსა და სტანდარტებთან  შესაბამისობაში მოყვანის მიზნი