(a)
საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოში სამოქალაქო საზოგადოების ყველა სექტორს შორის კონტაქტების გაფართოება და ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა;

(b)
ერთმანეთის პოლიტიკისა და ღირებულებების შესახებ, მათ შორის თავიანთი შესაბამისი სახელმწიფოს ისტორიისა და კულტურის თაობაზე, მეტად ინფორმირება და გაცნობიერება, განსაკუთრებით კი მხარეთა ტერიტორიაზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რაც შესაძლებელს გახდის, ამაღლდეს ცოდნა სამომავლო ურთიერთობებისათვის არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახე