მუხლი 313🔗

მხარეები განავითარებენ და განამტკიცებენ თანამშრომლობას სამრეწველო და საწარმოების პოლიტიკის სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას ყველა ეკონომიკური ოპერატორისთვის, განსაკუთრებული აქცენტით მცირე და საშუალო საწარმოებზე, როგორც ეს შესაბამისადაა განსაზღვრული ევროკავშირისა და საქართველოს კანონმდებლობებში. გაძლიერებული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ევროკავშირის და საქართველოს იმ ბიზნესების ადმინისტრაციული და მარეგულირებელი ჩარჩოების დახვეწას, რომლებიც ევროკავშირისა და საქართველოს ფარგლებში ფუნქციონირებენ, და დაეყრდნობა ევროკავშირის სამრეწველო და მცირე და საშუალო საწარმოების პოლიტიკას, ამ სფეროში საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და პრაქტიკის გათვალისწინები