მუხლი 273🔗

მხარეები, inter alia, გაცვლიან ინფორმაციასა და პროფესიულ გამოცდილებას და განავითარებენ თანამშრომლობას, მხედველობაში მიიღებენ რა სტატისტიკის სისტემის რეფორმის დროს უკვე დაგროვილ  გამოცდილებას. სტატისტიკური მონაცემების წარმოების პროცესში აქცენტი გაკეთდება შერჩევითი გამოკვლევების  შემდგომ დახვეწასა და ადმინისტრაციული ჩანაწერების გამოყენებაზე, იმავდროულად, მხედველობაში მიიღება საპასუხო რეაგირების ტვირთის შემსუბუქების საჭიროება. მონაცემები იქნება გამოსადეგი სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების უმთავრეს სფეროებში  პოლიტიკის შემუშავებისა და მონიტორინგისათვი