თანამშრომლობა ასევე მიზნად ისახავს მგზავრთა და საქონლის გადაადგილების გაუმჯობესებას, საქართველოს, გაერთიანებულ სამეფოსა და რეგიონის მესამე ქვეყნებს შორის სატრანსპორტო ნაკადების ზრდას, ადმინისტრაციული, ტექნიკური და სხვა ბარიერების მოხსნის გზით, სატრანსპორტო ქსელის დახვეწისა და ინფრასტრუქტურის განახლების მეშვეობით, კერძოდ, მხარეთა დამაკავშირებელ მთავარ სატრანსპორტო ქსელებში. ეს თანამშრომლობა მოიცავს საზღვრის გადაკვეთის ხელშემწყობ ქმედებებს.
2.
თანამშრომლობა მოიცავს ინფორმაციის გაცვლასა და ერთობლივ ქმედებებს:
(a)
რეგიონულ დონეზე, კერძოდ, ყურადღება გამახვილდება და ინტეგრირებული იქნება სხვადასხვა რეგიონული სატრანსპორტო თანამშრომლობის სქემისა და სხვა სატრანსპორტო ინიციატივების ფარგლებში მიღწეული პროგრესი;
(b)
საერთაშორისო დონეზე, მათ შორის საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციებთან და მხარეთა მიერ რატიფიცირებულ საერთაშორისო შეთანხმებებსა და კონვენციასთან დაკავშირები