(a)

მდგრადი ეროვნული სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარება, რომელიც მოიცავს ტრანსპორტის ყველა ტიპს, განსაკუთრებით, ეკოლოგიურად სუფთა, ეფექტიანი და უსაფრთხო სატრანსპორტო სისტემების უზრუნველყოფისა და ტრანსპორტის სფეროში აღნიშნული საკითხების პოლიტიკის სხვა სფეროებში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით;

(b)
დარგობრივი სტრატეგიების განვითარება, ეროვნული სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში, ტექნიკურ აღჭურვილობასა და სატრანსპორტო პარკების განახლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი მოთხოვნების ჩათვლით;

(c)
ინფრასტრუქტურული პოლიტიკის გაძლიერება ტრანსპორტის სხვადასხვა ტიპებთან დაკავშირებული  ინფრასტრუქტურული პროექტების  უკეთ იდენტიფიცირებისა და შეფასებისთვის;

(d)
დაფინანსების პოლიტიკის განვითარება, რომელიც ორიენტირებულია მოვლა-პატრონობაზე, შესაძლებლობის შემზღუდველ ფაქტორებზე და სატრანსპორტო ქსელების დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის დანაკლისზე, ასევე სატრანსპორტო პროექტებში  კერძო სექტორის ჩართულობის გააქტიურებასა და ხელშეწყობაზე;

(e)
შესაბამის საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციებში გაწევრიანება და შეთანხმებებთან მიერთება, საერთაშორისო სატრანსპორტო შეთანხმებებისა და კონვენციების მკაცრი შესრულებისა და ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფის პროცედურების ჩათვლით;

(f)
სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა ტრანსპორტის ტექნოლოგიების განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით, როგორიცაა გონივრული სატრანსპორტო სისტემები; და

(g)
გონივრული სატრანსპორტო სისტემებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა ტრანსპორტის ყველა შესაბამისი საშუალების მართვისა და ოპერირებისთვის, ასევე კოსმოსური სისტემებისა და ტრანსპორტის ხელშემწყობი კომერციული კომპიუტერული პროგრამების ინტერმოდალურობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობ