inter
alia
მოიცავს შემდეგ სფეროებს:
(a)
ენერგეტიკული სტრატეგიები და პოლიტიკა;
(b)
კონკურენტული, გამჭვირვალე და ეფექტიანი ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბება, სადაც მესამე მხარეს ექნება ქსელებსა და მომხმარებლებთან არადისკრიმინაციული წვდომა, საჭიროებისამებრ, შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავების ჩათვლითა და 210-ე მუხლთან კავშირში;
(c)
მიმზიდველი და სტაბილური საინვესტიციო გარემოს შექმნა ინსტიტუციური, სამართლებრივი, ფისკალური და სხვა პირობების გათვალისწინებით;
(d)
საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება, ენერგორესურსების, მიმწოდებლების და ტრანსპორტირების მარშრუტების დივერსიფიცირებისათვის ეკონომიკურად და ეკოლოგიურად მისაღები ფორმით;
(e)
ენერგორესურსების მიწოდების უსაფრთხოების განმტკიცება;
(f)
ენერგორესურსებით ვაჭრობის, ტრანზიტისა და ტრანსპორტირების, და ფასების პოლიტიკის, მათ შორის, ენერგორესურსების გადაცემის ხარჯზე დაფუძნებული აღრიცხვის ზოგადი სისტემის გრძელვადიანი სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაღრმავება და განმტკიცება, ურთიერთსასარგებლო და არადისკრიმინაციულ საფუძველზე, საერთაშორისო წესების, მათ შორის ენერგოქარტიის ხელშეკრულების მიხედვით და 210-ე მუხლთან კავშირში;
(g)
ენერგოეფექტურობისა და ენერგიის დაზოგვის ხელშეწყობა ეკონომიკურად და ეკოლოგიურად გამართლებული გზით;
(h)
განახლებადი ენერგიის სხვადასხვა ფორმების განვითარება და ხელშეწყობა და ამ სფეროში ორმხრივი და რეგიონული ინტეგრაციის ხელშეწყობა;
(i)
სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა ენერგიის წარმოებაში, ტრანსპორტირებაში, მიწოდებასა და საბოლოო მოხმარების პროცესში ტექნოლოგიების განვითარებისა და დახვეწის მიზნით, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ენერგოეფექტურობას და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებს;
(j)
ბირთვული უსაფრთხოებისა და რადიაციული დაცვის სფეროში თანამშრომლობა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს)-ის პრინციპებისა და აესს-ის ფარგლებში დადებული სხვა შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესაბამისად; და
(k)
ენერგეტიკის ტექნიკური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტების ჭრილში, ენერგოუსაფრთხოების ფოკუსით, განათლებაში თანამშრომლობა, რაც მოიცავს ურთიერთსასარგებლო აკადემიური პროგრამებისა და კურსების განვითარებას, აკადემიური პერსონალისა და თანაშემწე მკვლევარების გაცვლას, უპირატესად სწავლების მიზნებისთვის, ხოლო სწავლისა და კვლევის მიზნით, სტუდენტთა გაცვლა დოკუმენტებთან, პედაგოგიურ ინფორმაციასა და საკვლევ მასალებთან ერთა