მუხლი 270🔗

მხარეები განავითარებენ და განამტკიცებენ თანამშრომლობას სტატისტიკის საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს დროული, საერთაშორისო დონეზე შედარებადი და საიმედო სტატისტიკური მონაცემების უზრუნველყოფის გრძელვადიანი მიზნის შესრულებას. მოსალოდნელია, რომ მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი ეროვნული სტატისტიკის სისტემა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს, ბიზნესებსა და გადაწყვეტილების მიმღებთ მიაწვდის რელევანტურ ინფორმაციას, რაც  საშუალებას მისცემთ, მის საფუძველზე მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები. ეროვნული სტატისტიკის სისტემა  დაიცავს გაეროს „ოფიციალური სტატისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს“, სტატისტიკის სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, ეროვნული სტატისტიკის სისტემის საერთაშორისო სათანადო სტატისტიკის ნორმებსა და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნი