2.      მხარეები ითანამშრომლებენ რეგიონული განვითარებისა და მიწის გამოყენების დაგეგმარების სფეროებში საქართველოს ინსტიტუტების ინსტიტუციური და საოპერაციო  შესაძლებლობების კონსოლიდაციის მიმართულებით, მათ შორის:

(a)    რეგიონული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში, ინსტიტუტებს შორის კოორდინაციის, კერძოდ კი ცენტრალურ და ადგილობრივ საჯარო სამსახურებს შორის ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ურთიერთქმედებათა მექანიზმების გაუმჯობესება;

(b)   სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების შესაძლებლობების განვითარება, რათა ხელი შეეწყოს ორმხრივად მომგებიან საზღვრისპირა თანამშრომლობას ევროკავშირის პრინციპებისა და პრაქტიკის შესაბამისად;

(c)    რეგიონული განვითარების პოლიტიკის შესახებ ცოდნის, ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაზიარება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თემების ეკონომიკურ კეთილდღეობასა და რეგიონების თანაბარზომიერ განვითარება