(a) საკონტაქტო დეტალების გაცვლა და რეგულარული განახლება, რათა უზრუნველყოფილ იქნას დიალოგის განგრძობადობა და შესაძლებელი იყოს 24-საათიან რეჟიმში ერთმანეთთან დაკავშირება;
(b) ურთიერთდახმარების ხელშეწყობა გადაუდებელი აუცილებლობის დროს, მიზანშეწონილობის მიხედვით და საკმარისი რესურსების არსებობის გათვალისწინებით;
(c) წინასწარი გაფრთხილებებისა და განახლებული ინფორმაციის 24-საათიან რეჟიმში გაცვლა ფართომასშტაბიანი საგანგებო სიტუაციების დროს, რომლებიც გავლენას ახდენენ ევროკავშირსა და საქართველოზე; აღნიშნული ასევე ითვალისწინებს დახმარების თხოვნასა და შეთავაზებას;
(d) ინფორმაციის გაცვლა მხარეების მიერ საგანგებო სიტუაციების დროს მესამე ქვეყნისათვის გაწეული დახმარებების შესახებ, რომლებშიც მოქმედებს ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმები;
(e) დახმარების მოთხოვნის/გაწევის პროცესში მასპინძელი ქვეყნის დახმარების ფარგლებში თანამშრომლობა;
(f) კატასტროფების პრევენციის, ტრეინინგისა და მათზე რეაგირების სფეროში საუკეთესო პრაქტიკისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების გაცვლა;
(g) კატასტროფების რისკების შემცირების ფორმატში თანამშრომლობა ისეთი საშუალებების მიმართვით, როგორებიცაა, inter alia, ინსტიტუციური კავშირები და ადვოკატირება; ინფორმაცია, განათლება და კომუნიკაციები; საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც მიმართულია ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის ან მათი ზემოქმედების შემცირებისაკენ;
(h) თანამშრომლობა კატასტროფების მართვის მიზნით კატასტროფების, საფრთხეებისა და რისკების შეფასების შესახებ საინფორმაციო ბაზის დასახვეწად;
(i) თანამშრომლობა გარემოსა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე კატასტროფების ზემოქმედების შეფასების მიმართულებით;
(j) ექსპერტების მიწვევა სამოქალაქო დაცვის საკითხებზე გამართულ კონკრეტულ ტექნიკურ სემინარებსა და სიმპოზიუმებზე;
(k) დამკვირვებლების ინდივიდუალური მიწვევა ევროკავშირისა და/ან საქართველოს მიერ ორგანიზებულ კონკრეტულ წვრთნებსა და ტრენინგებზე; და
(l) თანამშრომლობის გაღრმავება სამოქალაქო დაცვის არსებული შესაძლებლობების ყველაზე ეფექტიანად გამოყენების მიზნით.
მონაწილეობა ევროკავშირის სააგენტოებსა და პროგრამებ