მუხლი 385🔗
მხარეებს შორის შეთანხმებული ევროკავშირის ფინანსური დახმარების პრიორიტეტული სფეროები გაიწერება ყოველწლიურ სამოქმედო პროგრამებში, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, დაფუძნებული იქნება მრავალწლიან ფორმატზე, რაც ეხმიანება შეთანხმებული პოლიტიკის პრიორიტეტებს. აღნიშნული პროგრამებით დადგენილი დახმარების თანხის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს საჭიროებების, დარგის შესაძლებლობებისა და რეფორმების პროგრესის შესაბამისად, კერძოდ კი, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებშ