(a)

საკონტაქტო დეტალების გაცვლა და რეგულარული განახლება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დიალოგის განგრძობადობა და შესაძლებელი იყოს 24-საათიან რეჟიმში ერთმანეთთან დაკავშირება;

(b)

ურთიერთდახმარების ხელშეწყობა გადაუდებელი აუცილებლობის დროს, მიზანშეწონილობის მიხედვით და საკმარისი რესურსების არსებობის გათვალისწინებით;

(c)

წინასწარი გაფრთხილებების გაცვლა, დახმარების თხოვნისა და შეთავაზების ჩათვლით;

(d)
ინფორმაციის გაცვლა მხარეების მიერ საგანგებო სიტუაციების დროს მესამე ქვეყნისათვის გაწეული დახმარებების შესახებ;

(e)

დახმარების მოთხოვნის/გაწევის პროცესში მასპინძელი ქვეყნის დახმარების ფარგლებში თანამშრომლობა;

(f)
კატასტროფების პრევენციის, ტრენინგისა და მათზე რეაგირების სფეროში საუკეთესო პრაქტიკისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების გაცვლა;

(g)
კატასტროფების რისკების შემცირების ფორმატში თანამშრომლობა ისეთი საშუალებების მიმართვით, როგორებიცაა, inter alia, ინსტიტუციური კავშირები და ადვოკატირება; ინფორმაცია, განათლება და კომუნიკაციები; საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც მიმართულია ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის ან მათი ზემოქმედების შემცირებისაკენ;

(h)

თანამშრომლობა კატასტროფების მართვის მიზნით კატასტროფების, საფრთხეებისა და რისკების
შეფასების შესახებ საინფორმაციო ბაზის დასახვეწად;

(i)
თანამშრომლობა გარემოსა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე კატასტროფების ზემოქმედების შეფასების მიმართულებით;

(j)
ექსპერტების მიწვევა სამოქალაქო დაცვის საკითხებზე გამართულ კონკრეტულ ტექნიკურ სემინარებსა და სიმპოზიუმებზე;

(k)
დამკვირვებლების ინდივიდუალური მიწვევა საქართველოსა და/ან გაერთიანებული სამეფოს მიერ ორგანიზებულ კონკრეტულ წვრთნებსა და ტრენინგებზე; და

(l)
თანამშრომლობის გაძლიერება სამოქალაქო დაცვის არსებული შესაძლებლობების ყველაზე ეფექტიანად გამოყენების მიზნით.

კარი VII

ფინანსური დახმარება, და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლისა და კონტროლის შესახებ დებულებები

თავი 1

ფინანსური დახმარე