352-ე მუხლით დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმი ზედამხედველობასა და მონიტორინგს გაუწევს წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასა და შესრულებას და პერიოდულად გადახედავს ამ შეთანხმების ფუნქციონირების საკითხს მისი მიზნებიდან გამომდინარე.
2.
წინამდებარე შეთანხმების გამოყენებისა და შესრულების ზედამხედველობისა და მონიტორინგის გარდა, სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმი განიხილავს შეთანხმების ფარგლებში წარმოშობილ ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხს და საერთო ინტერესთა სფეროში შემავალ ნებისმიერ სხვა ორმხრივ თუ მრავალმხრივ საკითხ