წინამდებარე შეთანხმებაში არაფერი შეუშლის ხელს მხარეს მიიღოს ნებისმიერი ზომა:
(a)
რომელსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ინფორმაციის გამჟღავნება მისი ძირითადი უსაფრთხოების ინტერესების საწინააღმდეგოდ;
(b)
რომელიც დაკავშირებულია იარაღის, სამხედრო აღჭურვილობის ან საბრძოლო მასალების წარმოებასთან ან ვაჭრობასთან, ან თავდაცვის მიზნებისათვის აუცილებელ კვლევასთან, განვითარებასა თუ წარმოებასთან, იმ პირობით, რომ ასეთი ზომები ზიანს არ მიაყენებს კონკურენციის პირობებს იმ პროდუქტებთან მიმართებით, რომლებიც არ არის გამიზნული კონკრეტულად სამხედრო დანიშნულებისთვის;
(c)
რომელსაც იგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საკუთარი უსაფრთხოებისათვის, იმ შემთხვევაში, თუ სერიოზული შიდა არეულობები გავლენას ახდენს კანონისა და წესრიგის შენარჩუნებაზე, ომის ან სერიოზული საერთაშორისო დაძაბულობის დროს, რომელიც შეიცავს ომის საფრთხეს, ან მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით მის მიერ აღებული ვალდებულებების შესასრულებლა