1. არაფერი ამ შეთანხმებაში არ უნდა იქნას გაგებული იმგვარად, რომ:
(a) მოსთხოვოს ნებისმიერ მხარეს, წარადგინოს ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებას ის მიიჩნევს თავისი უსაფრთხოების არსებითი ინტერესების საწინააღმდეგოდ;
(b) შეზღუდოს მხარე ისეთ ღონისძიებების გატარებისაგან, რომელსაც ის მიიჩნევს აუცილებლად თავისი უსაფრთხოების არსებითი ინტერესების დასაცავად და რომელიც:
(i) უკავშირდება იარაღის, აღჭურვილობის ან საომარი მასალების წარმოებას ან ვაჭრობას;
(ii) უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ხორციელდება სამხედრო დაწესებულების მომარაგების მიზნით;
(iii) უკავშირდება გახლეჩად და თერმობირთვულ მასალებს ან იმ მასალებს, რომლისგანაც ისინი მიიღება; ან
(iv) მიღებულია ომის ან საერთაშორისო ურთიერთობებში შექმნილი სხვა სახის საგანგებო მდგომარეობის დროს; ან
(c) შეზღუდოს მხარე იმ ღონისძიების შესრულებისაგან, რომელიც მან ვალდებულების სახით აიღო საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
მიმდინარე გადახდები და კაპიტალის მოძრაო