1.      მხარეებმა უნდა გამართონ კონსულტაციები, მათ შორის კაპიტალის მოძრაობის გამარტივების მიზნით, რათა ხელი შეუწყონ ამ შეთანხმების მიზნების მიღწევას.

2.      ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან პირველი ოთხი წლის განმავლობაში მხარეებმა უნდა მიიღონ ზომები კაპიტალის თავისუფალ მოძრაობაზე ევროკავშირის წესების შემდგომი ეტაპობრივი გამოყენებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად.

3.      ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან მეხუთე წლის ბოლოს, ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტმა, რომელიც განსაზღვრულია ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტით, უნდა განიხილოს მიღებული ზომები და განსაზღვროს შემდგომი ლიბერალიზაციის პირობები.

თავი 8

საჯარო შესყიდვე