მხარეები აცნობიერებენ გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული, კონკურენტული და ღია ტენდერის წვლილს ეკონომიკის მდგრად განვითარებაში და მიზნად ისახავენ თავიანთი შესაბამისი შესყიდვების ბაზრების ეფექტიან, ნაცვალგებით და ეტაპობრივ გახსნას.
2. ეს თავი ითვალისწინებს ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე როგორც ტრადიციული სექტორის, ასევე კომუნალური მომსახურების სექტორის საჯარო ხელშეკრულებებისა და კონცესიებისათვის ეროვნული რეჟიმის პრინციპის საფუძველზე საჯარო შესყიდვების ბაზრების ორმხრივ ხელმისაწვდომობას. ეს თავი ითვალისწინებს საქართველოში საჯარო შესყიდვების კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის საჯარო შესყიდვების კანონმდებლობასთან ევროკავშირში საჯარო შესყიდვების მმართველ პრინციპებსა და იმ ტერმინებსა და განმარტებებზე დაყრდნობით, რომლებიც მოცემულია ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 31 მარტის N2004/18/EC დირექტივაში სამუშაოების, საქონლის მიწოდებისა და მომსახურების საჯარო ხელშეკრულების დასადებად გამარჯვებულის გამოვლენის პროცედურების კოორდინაციის შესახებ (დირექტივა 2004/18/EC) და ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 31 მარტის N2004/17/EC დირექტივაში წყლის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და საფოსტო მომსახურების სექტორში მოქმედი ორგანიზაციების მიერ შესყიდვების პროცედურების კოორდინაციის შესახებ (დირექტივა 2004/17/EC