1. ეტაპობრივი დაახლოების დაწყებამდე საქართველომ უნდა წარუდგინოს ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტს ამ თავის განხორციელების ყოვლისმომცველი სამუშაო გეგმა, ვადების და ეტაპების მითითებით, რომელიც უნდა მოიცავდეს ყველა იმ რეფორმას, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას. სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს ამ შეთანხმების XVI-B დანართით დადგენილ ეტაპებსა და დროის განრიგს.
2. ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მიერ მოწონების შემდეგ აღნიშნული სამუშაო გეგმა განიხილება ამ თავის განხორციელებისთვის სარეკომენდაციო დოკუმენტად. ევროკავშირი მაქსიმალურად დაეხმარება საქართველოს სამუშაო გეგმის განხორციელებაშ