1. მხარეები თანხმდებიან, რომ მათი შესაბამისი ბაზრების ეფექტიანი და ნაცვალგებითი გახსნა უნდა მოხდეს ეტაპობრივად და ერთდროულად. საკანონმდებლო დაახლოების პროცესში, ორმხრივად მინიჭებული ბაზარზე დაშვების არეალი დაკავშირებულია ამ შეთანხმების XVI-B დანართით განსაზღვრულ პროცესში მიღწეულ პროგრესთან.
2. ბაზრის გახსნის შემდგომ ეტაპზე გადასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მიღებული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების, ასევე პრაქტიკაში მისი განხორციელების საფუძველზე. აღნიშნული შეფასება უნდა განხორციელდეს რეგულარულად ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მიერ.
3. თუ ერთმა მხარემ, ამ შეთანხმების XVI-B დანართის შესაბამისად, გახსნა თავისი შესყიდვების ბაზარი მეორე მხარისათვის:
(a) ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს ხელშკერულების დადების პროცედურების ხელმისაწვდომობა საქართველოს კომპანიებისათვის, მიუხედავად იმისა, დაფუძნებულია თუ არა ეს კომპანიები ევროკავშირში, ევროკავშირის კომპანიებისათვის მინიჭებულ რეჟიმზე არანაკლებ ხელსაყრელი პირობებით ევროკავშირის საჯარო შესყიდვების წესების მიხედვით.
(b) საქართველომ უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების დადების პროცედურების ხელმისაწვდომობა ევროკავშირის კომპანიებისათვის, მიუხედავად იმისა, დაფუძნებულია თუ არა ეს კომპანიები საქართველოში, საქართველოს კომპანიებისათვის მინიჭებულ რეჟიმზე არანაკლებ ხელსაყრელი პირობებით ეროვნული შესყიდვების წესების მიხედვით.
4. ეტაპობრივი დაახლოების პროცესის ბოლო ეტაპის განხორციელების შემდეგ მხარეები იმსჯელებენ ბაზრის ორმხრივად გახსნის შესაძლებლობაზე იმ შესყიდვებისათვის, რომელთა ღირებულება ამ შეთანხმების XVI-A დანართით განსაზღვრულ მონეტარულ ზღვრებს ქვემოთაა.
5. ფინეთი აკეთებს დათქმას ალანდის კუნძულებთან მიმართებაშ