1. მ
ხარეები თანხმდებიან, რომ მათი შესაბამისი ბაზრების ეფექტიანი და ნაცვალგებითი გახსნა უნდა მოხდეს ეტაპობრივად და ერთდროულად.
2.
თუ ერთმა მხარემ, ამ შეთანხმების X
II-B დანართის შესაბამისად, გახსნა თავისი შესყიდვების ბაზარი მეორე მხარისათვის:
(a)
გაერთიანებულმა სამეფომ უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების დადების პროცედურების ხელმისაწვდომობა საქართველოს კომპანიებისათვის, მიუხედავად იმისა, დაფუძნებულია თუ არა ეს კომპანიები გაერთიანებულ სამეფოში, გაერთიანებული სამეფოს კომპანიებისათვის მინიჭებულ რეჟიმზე არანაკლებ ხელსაყრელი პირობებით გაერთიანებული სამეფოს საჯარო შესყიდვების წესების მიხედვით.
(b)
საქართველომ უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების დადების პროცედურების ხელმისაწვდომობა გაერთიანებული სამეფოს კომპანიებისათვის, მიუხედავად იმისა, დაფუძნებულია თუ არა ეს კომპანიები საქართველოში, საქართველოს კომპანიებისათვის მინიჭებულ რეჟიმზე არანაკლებ ხელსაყრელი პირობებით ეროვნული შესყიდვების წესების მიხედვით.
3.
მხარეები იმსჯელებენ ბაზრის ორმხრივად გახსნის შესაძლებლობაზე იმ შესყიდვებისათვის, რომელთა ღირებულება ამ შეთანხმების X
II-A დანართით განსაზღვრულ მონეტარულ ზღვრებს ქვემოთა