1.
ეს თავი ვრცელდება სამუშაოს, საქონლის მიწოდების და მომსახურების საჯარო ხელშეკრულებებზე, ასევე კომუნალური მომსახურების სექტორში სამუშაოს, საქონლის მიწოდებისა და მომსახურების საჯარო ხელშეკრულებებზე და სამუშაოს და მომსახურების კონცესიებზე იმ შემთხვევაში და იქ, სადაც ასეთი ხელშეკრულებები გამოიყენება.

2.
ეს თავი ვრცელდება ნებისმიერ შემსყიდველ სახელმწიფო ორგანოსა და  შემსყიდველ ორგანიზაციაზე, რომელიც აკმაყოფილებს გაერთიანებული სამეფოს საჯარო შესყიდვების კანონმდებლობის განმარტებებს (შემდგომში მოიხსენიება როგორც „შემსყიდველი ორგანიზაცია“). ის ასევე ვრცელდება საჯარო სამართალს დაქვემდებარებულ ორგანოებსა და კომუნალური მომსახურების სექტორში მოქმედ საწარმოებზე, როგორიცაა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები, რომლებიც ახორციელებენ შესაბამის საქმიანობას და კერძო საწარმოები, რომლებიც კომუნალური მომსახურების სექტორში მოქმედებენ სპეციალური ან ექსკლუზიური უფლებების საფუძველზე.[23]

3.
ეს თავი ვრცელდება ხელშეკრულებებზე, რომელთა ღირებულება აღემატება ამ შეთანხმების X
II-A დანართით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს.

4.
საჯარო ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულების გამოთვლა უნდა მოხდეს დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე სრულად გადასახდელი თანხის საფუძველზე. აღნიშნული მონეტარული ზღვრების გამოყენებისას საქართველომ უნდა მოახდინოს ხელშეკრულების ღირებულების გაანგარიშება და კონვერტაცია ეროვნულ ვალუტაში საქართველოს ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის გამოყენებით.

5.
მონეტარული ზღვრები უნდა გადაიხედოს რეგულარულად ყოველ ორ წელიწადში ერთხელ დაწყებული ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლიდან და უნდა დაეფუძნოს ევროს საშუალო დღიურ ღირებულებას, გამოსახულს სპეციალურ სასესხო უფლებებში (SDR). საანგარიშო პერიოდი არის გადახედვამდე 24 თვე, რომელიც მთავრდება აგვისტოს ბოლო დღეს. გადახედილი ზღვარი ძალაში შედის პირველი იანვრიდან. ამგვარად გადახედილი მონეტარული ზღვრები, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დამრგვალდეს სიმცირისკენ უახლოეს ათასეულ ევრომდე. გადახედილი მონეტარული ზღვარი უნდა დაამტკიცოს  ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულმა ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმმ