1.
თითოეულმა მხარემ უნდა დააფუძნოს ან შეინარჩუნოს საჯარო შესყიდვების სისტემის სათანადო ფუნქციონირებისა და ამ თავის პრინციპების განხორციელებისათვის აუცილებელი შესაბამისი ინსტიტუციური ჩარჩო და მექანიზმები.
2.
მხარეებმა უნდა განსაზღვრონ, კონკრეტულად:
(a)
ცენტრალური აღმასრულებელი ორგანო, რომლის ამოცანაა თანმიმდევრული პოლიტიკის უზრუნველყოფა და მისი განხორციელება საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ ყველა სფეროში. აღნიშნულმა ორგანომ ხელი უნდა შეუწყოს და კოორდინირება გაუწიოს ამ თავის განხორციელებას.
(b)
მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო, რომლის ამოცანაა შემსყიდველი სახელმწიფო ორგანოების ან შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულების დასადებად გამარჯვებულის გამოვლენისას მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა. ამ კონტექსტში „დამოუკიდებელი“ გულისხმობს იმას, რომ ეს ორგანო უნდა იყოს საჯარო დაწესებულება, რომელიც განცალკევებულია ყველა შემსყიდველი ორგანიზაციისაგან და ეკონომიკური ოპერატორებისაგან. ასეთი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლო გასაჩივრება უნდა იყოს შესაძლებელი.
3.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს ადგილობრივი კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებული ეკონომიკური ოპერატორების საჩივრების განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ეფექტიან აღსრულება