1.
მხარეებმა უნდა გააღრმაონ თანამშრომლობა საკუთარი საუკეთესო პრაქტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ გამოცდილების და ინფორმაციის გაცვლის გზით.

2.
გაერთიანებულმა სამეფომ ხელი უნდა შეუწყოს ამ თავის განხორციელებას, მათ შორის, ტექნიკური დახმარების გაწევის გზით იქ, სადაც ეს შესაფერისი იქნება. ცალკეული გადაწყვეტილება ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ მიღებულ უნდა იქნეს გაერთიანებული სამეფოს მხარის დაფინანსების შესაბამისი მექანიზმებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით ამ შეთანხმების VII კარში (ფინანსური დახმარების და ანტი-კორუფციული და კონტროლის წესები) მოცემული ფინანსური თანამშრომლობის შესახებ ნორმების შესაბამისად.

3.
თანამშრომლობის საკითხთა საორიენტაციო სია მოცემულია ამ შეთანხმების XII-C დანართში.

თავი 9

ინტელექტუალური საკუთრების უფლებები

ნაწილი 1

ზოგადი დებულებე