1.
მხარეებმა უნდა უზრუნველყონ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში დადებული იმ საერთაშორისო შეთანხმებების ადეკვატური და ეფექტიანი განხორციელება, რომლის ხელმომწერებიც თავად არიან და რომლებიც მოიცავს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმებას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ (TRIPS შეთანხმება). წინამდებარე თავის მოთხოვნები უნდა ავსებდეს და დამატებით აკონკრეტებდეს TRIPS-ის შეთანხმებით და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებული სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრულ მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებს.
2.
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, „ინტელექტუალური საკუთრება“ ეხება ინტელექტუალური საკუთრების მინიმუმ ყველა იმ კატეგორიას, რომელზეც ვრცელდება წინამდებარე შეთანხმების 1
45-ე
–
18
1-ე
მუხლები.
3.
ინტელექტუალური საკუთრების დაცვა მოიცავს არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან დაცვას, როგორც ეს სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის (1967) 10bis მუხლითაა დარეგულირებული (პარიზის კონვენცია