1.      ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 წლისა, მხარეებმა უნდა შეასრულონ  ამ მუხლის 2-15 პუნქტებით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადების  ძირითადი სტანდარტები. აღნიშნული ძირითადი სტანდარტები უშუალოდ გამომდინარეობს ევროკავშირის საჯარო შესყიდვების კანონმდებლობით რეგულირებული საჯარო შესყიდვების წესებიდან და პრინციპებიდან, მათ შორის, არადისკრიმინაციულობის, თანასწორი მოპყრობის, გამჭვირვალობის და პროპორციულობის პრინციპებიდან.

გამოქვეყნება

2.      თითოეული მხარე უზრუნველყოფს ყველა დაგეგმილი  შესყიდვის  მედიის სათანადო საშუალებებში გამოქვეყნებას იმ წესით, რაც  საკმარისია:[26]

(a)           კონკურენციისათვის ბაზრის გასახსნელად; და

(b) ნებისმიერი დაინტერესებული ეკონომიკური ოპერატორისთვის დაგეგმილ შესყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაციის სათანადო ხელმისაწვდომობისათვის ხელშეკრულების დადებამდე და ხელშეკრულების მისაღებად თავისი ინტერესის გამოსახატად.

3.      გამოქვეყნება უნდა იყოს ეკონომიკური ოპერატორების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ეკონომიკური ინტერესის შესაბამისი.

4.      გამოქვეყნებული ინფორმაცია სულ მცირე უნდა შეიცავდეს დასადები ხელშეკრულების არსებით დეტალებს, თვისობრივი შერჩევის კრიტერიუმებს, ხელშეკრულების დადების მეთოდს, ხელშეკრულების დადების კრიტერიუმებს და სხვა დამატებით ინფორმაციას, რისი ცოდნაც ლოგიკურად ესაჭიროება ეკონომიკურ ოპერატორს, რათა მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების მოსაპოვებლად ინტერესის გამოხატვის შესახებ.

ხელშეკრულების დადება

5.      ხელშეკრულების დადება უნდა მოხდეს გამჭვირვალე და მიუკერძოებელი პროცედურების გამოყენებით, რაც ხელს შეუშლის კორუფციულ პრაქტიკას. მიუკერძოებლობა უზრუნველყოფილი უნდა იქნას, კერძოდ, ხელშეკრულების პირობების არადისკრიმინაციული აღწერით, ყველა ეკონომიკური ოპერატორისათვის თანაბარი ხელმისაწვდომობით, სათანადო ვადების დადგენით და გამჭვირვალე და ობიექტური მიდგომით.

6.       შემსყიდველმა ორგანიზაციამ, მოთხოვნილი სამუშაოს, საქონლის ან მომსახურების მახასიათებლების აღწერისას უნდა გამოიყენოს შესრულების და ფუნქციების ზოგადი აღწერა და საერთაშორისო, ევროპული ან ეროვნული სტანდარტები.

7.       სამუშაოს, საქონლის ან მომსახურების მოთხოვნილი მახასიათებლების აღწერისას დაუშვებელია კონკრეტული მოდელის, წყაროს, ცალკეული პროცესის, სასაქონლო ნიშნის, პატენტის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითება გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი მითითება დასაბუთებულია ხელშეკრულების პირობებით და აღწერას თან ერთვის ტერმინები „ან ექვივალენტური“. უპირატესობა უნდა მიენიჭოს შესრულებისა და ფუნქციების ზოგად აღწერას.

8.       შემსყიდველმა ორგანიზაციამ არ უნდა დააწესოს ისეთი პირობა, რომლის შედეგია მეორე მხარის ეკონომიკური ოპერატორების პირდაპირი ან არაპირდაპირი დისკრიმინაცია, როგორიცაა მოთხოვნა, რომ ეკონომიკური ოპერატორი, რომელიც გამოხატავს ხელშეკრულებისადმი ინტერესს, უნდა იყოს დაფუძნებული იმავე ქვეყანაში, რეგიონში ან ტერიტორიაზე, სადაც შემსყიდველი ორგანიზაცია.

ზემოაღნიშნულის მიუხედავად იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ხელშეკრულების   სპეციფიკური გარემოებებით დასაბუთებული აუცილებლობა, გამარჯვებულ განმცხადებელს შეიძლება მოეთხოვოს ცალკეული ბიზნეს ინფრასტრუქტურის დაფუძნება შესრულების ადგილას.

9.      ინტერესის გამოსახატად და სატენდერო წინადადების წარსადგენად განსაზღვრული ვადა უნდა იყოს საკმარისი, იმისათვის, რომ მეორე მხარის ეკონომიკურმა ოპერატორმა შეძლოს ტენდერის გონივრული შეფასება და სატენდერო წინადადების მომზადება.

10.  ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, წინასწარ გაეცნოს მოქმედ წესებს, შერჩევის კრიტერიუმებს და ხელშეკრულების დასადებად გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს. ეს წესები თანაბრად გამოიყენება ყველა მონაწილის მიმართ.

11.  შემსყიდველ ორგანიზაციებს შეუძლიათ მოიწვიონ განმცხადებელთა შეზღუდული რაოდენობა შეთავაზების წარსადგენად  იმ პირობით, რომ:

(a)  აღნიშნული გაკეთდა გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით; და

(b) შერჩევა ეფუძნება მხოლოდ ობიექტურ ფაქტორებს, როგორიცაა განმცხადებლის   გამოცდილება შესაბამის სექტორში, ბიზნესის ზომა და ინფრასტრუქტურა ან მათი ტექნიკური და პროფესიული შესაძლებლობები.

წინადადების წარსადგენად შეზღუდული რაოდენობის განმცხადებელთა მოწვევისას გათვალისწინებულ უნდა იქნას სათანადო კონკურენციის უზრუნველყოფის საჭიროება.

12.   შემსყიდველ ორგანიზაციებს შეუძლიათ გამოიყენონ მოლაპარაკების პროცედურა მხოლოდ გამონაკლისის სახით განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც ასეთი პროცედურის გამოყენება ფაქტიურად არ ზღუდავს კონკურენციას.

13.   შემსყიდველ ორგანიზაციებს შეუძლიათ გამოიყენონ შეფასების სისტემა მხოლოდ იმ პირობით, რომ კვალიფიციურ ეკონომიკურ ოპერატორთა სია შედგენილია ამის თაობაზე განცხადების საკმარისად გავრცელების, გამჭვირვალე და ღია პროცედურის გზით. ამ სისტემის ფარგლებში ხელშეკრულება უნდა იქნეს დადებული ასევე არადისკრიმინაციულ საფუძველზე.

14.  თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ გამჭვირვალე პროცედურების გზით დაიდოს ხელშეკრულება იმ პრეტენდენტთან, რომელმაც წარმოადგინა ეკონომიკურად ყველაზე მომგებიანი წინადადება ან წარადგინა ყველაზე დაბალი ფასი, ტენდერის კრიტერიუმებისა და პროცედურული წესების საფუძველზე, რომელიც დადგენილი და ცნობილი იყო წინასწარ. საბოლოო გადაწყვეტილება ეცნობება ყველა განმცხადებელს დაუყოვნებლივ. დამარცხებულ განმცხადებლს მოთხოვნის საფუძველზე უნდა ეცნობოს გადაწყვეტილების მიზეზი ისეთი დეტალებით, რაც საკმარისი იქნება ასეთი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის.

სასამართლო წესით დაცვა

15.  თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს ან შეიძლება ჰქონდეს ინტერესი ხელშეკრულების მოსაპოვებლად და რომელსაც მიადგა ან შეიძლება მიადგეს ზიანი შესაძლო დარღვევის შედეგად, ჰქონდეს ეფექტიანი, მიუკერძოებელი სასამართლო წესით დაცვის უფლება ხელშეკრულების დამდები ორგანიზაციის ნებისმიერი გადაწყვეტილებისგან, რაც დაკავშირებულია ხელშეკრულების დადებასთან. ასეთი გასაჩივრების პროცედურის მსვლელობისას მიღებული და საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს იმ საშუალებით, რაც საკმარისი იქნება ყველა დაინტერესებული ეკონომიკური ოპერატორის ინფორმირებისათვი