1. ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან საგადასახდელო ბალანსის კაპიტალისა და ფინანსურ ანგარიშთან მიმართებაში მხარეები უზრუნველყოფენ კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას იმ პირდაპირ ინვესტიციებთან, მათ შორის, უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით, რომლებიც ხორციელდება მიმღები მხარის კანონმდებლობის შესაბამისად იმ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომლებიც ხორციელდება ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-6 თავის (დაფუძნება, მომსახურებით ვაჭრობა და ელექტრონული კომერცია) დებულებების შესაბამისად და ინვესტირებული კაპიტალის და მისგან გამომდინარე ნებისმიერი მოგების განაღდებას ან რეპატრიაციას.
2. ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან საგადასახდელო ბალანსის კაპიტალისა და ფინანსურ ანგარიშზე განხორციელებულ გარიგებებთან მიმართებაში, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარიგებებისა, ამ შეთანხმების სხვა დებულებებისათვის ზიანის მიყენების გარეშე თითოეული მხარე უზრუნველყოფს:
(a) იმ კრედიტებთან დაკავშირებული კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას, რომელიც თავის მხრივ უკავშირდება ისეთ კომერციულ გარიგებებს ან მომსახურების გაწევას, რომელშიც მონაწილეობს ერთ-ერთი მხარის რეზიდენტი;
(b) იმ კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას, რომელიც უკავშირდება მხარის ინვესტორების პორტფელურ ინვესტიციებს, ფინანსურ სესხებსა და კრედიტებ