1. ამ შეთანხმების 130-ე, 131-ე და 132-ე მუხლებით განსაზღვრული მომსახურების უზრუნველყოფის დროს მხარეებმა მიმწოდებლებს არ უნდა დააკისრონ ზოგადი ვალდებულება ინფორმაციის მონიტორინგზე, რომელსაც ისინი გადასცემენ ან ინახავენ, ასევე მხარეებმა არ უნდა დააკისრონ ზოგადი ვალდებულება იმ ფაქტებისა და გარემოებების აქტიურ მოძიებაზე, რომლებიც მიუთითებენ არაკანონიერ საქმიანობაზე.
2. მხარეს შეუძლია დააწესოს ვალდებულებები საინფორმაციო საზოგადოების მომსახურების მიმწოდებლებისთვის, რათა დაუყოვნებლივ აცნობონ კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს განხორციელებული არაკანონიერი საქმიანობის ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ან მომსახურების მიმღების მიერ მიწოდებული ინფორმაციის ან ვალდებულებების შესახებ, რომ მიაწოდონ ინფორმაცია კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნის შემთხვევაში, რომელიც იმ მომსახურების მიმღებების იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა, ვისთანაც მათ შენახვის ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული.
ნაწილი 7
გამონაკლისე