1.      მხარეებმა უნდა აწარმოონ დიალოგი ელექტრონული კომერციიდან წარმოშობილ რეგულირების საკითხებზე, რაც მათ შორის ეხება შემდეგ საკითხებს:

(a) საზოგადოებისთვის გაცემული ელექტრონული ხელმოწერების სერტიფიკატების აღიარებას და საზღვრებს გარეთ სერტიფიცირების მომსახურების გამარტივებას;

(b) საშუამავლო მომსახურების მიმწოდებლების პასუხისმგებლობას ინფორმაციის გადაცემაზე ან შენახვაზე;

(c) ელექტრონული კომერციის კომუნიკაციებში თვითნებურ წვდომასთან  მიმართებას;

(d) მომხმარებელთა დაცვას ელექტრონული კომერციის ფარგლებში;

(e) ელექტრონული კომერციის განვითარებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2.      თანამშრომლობამ შეიძლება მიიღოს აღნიშნულ საკითხებზე მხარეების შესაბამის კანონმდებლობისა და მისი განხორციელების შესახებ ინფორმაციის გაცვლის ფორმა.

ქვენაწილი 2

საშუამავლო მომსახურების მიმწოდებლების პასუხისმგებლო