„ქეშირება”
1. იმ შემთხვევაში, როცა საინფორმაციო საზოგადოების მომსახურება მოიცავს მომსახურების მიმღების მიერ საკომუნიკაციო ქსელში მიწოდებულ ინფორმაციას, თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მომსახურების მიმწოდებლები არ არიან პასუხისმგებელნი ინფორმაციის ავტომატურ, შუალედურ და მოკლევადიან შენახვაზე, თუ იგი განპირობებულია მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ მომსახურების სხვა მიმღებების მოთხოვნით მათთვის ინფორმაცია იყოს ეფექტურად მიწოდებული იმ პირობით, რომ:
(a) მიმწოდებელი არ ცვლის ინფორმაციას;
(b) მიმწოდებელი ასრულებს პირობებს ინფორმაციის წვდომაზე;
(c) მიმწოდებელი ასრულებს ინფორმაციის განახლების წესებს, რომელიც ფართოდ გავრცელებული და გამოყენებულია წარმოებაში;
(d) მიმწოდებელი არ ერევა იმ ტექნოლოგიების კანონიერ გამოყენებაში, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული და გამოყენებული წარმოებაში, რათა მიღებულ იქნას მონაცემები ინფორმაციის გამოყენებაზე; და
(e) მიმწოდებელი იღებს ოპერატიულ ზომებს მის მიერ შენახული ინფორმაციის წაშლაზე ან ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის შეწყვეტაზე იმის შემდეგ, რაც მისთვის ფაქტობრივად ცნობილი ხდება[23], რომ ინფორმაცია გადაცემის საწყის წყაროდან იყო ამოღებული ქსელიდან ან მასთან წვდომა იყო შეწყვეტილი, ან სასამართლომ ან ადმინისტრაციულმა ორგანომ მოითხოვა აღნიშნული ინფორმაციის წაშლა ან წვდომის შეწყვეტა.
2. აღნიშნულმა მუხლმა გავლენა არ უნდა იქონიოს სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობაზე, მხარეების კანონმდებლობის შესაბამისად მომსახურების მიმწოდებელს მოსთხოვოს დარღვევების შეწყვეტა ან აღკვეთ