1.
იმ შემთხვევაში, როცა საინფორმაციო საზოგადოების მომსახურება მოიცავს მომსახურების მიმღების მიერ მიწოდებული ინფორმაციის შენახვას, თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მომსახურების მიმწოდებელი არ იყოს პასუხისმგებელი ინფორმაციაზე, რომელიც ინახება მომსახურების მიმღების თხოვნით იმ პირობით, რომ:
(a)
მიმწოდებლისთვის ფაქტობრივად არ არის ცნობილი არაკონონიერი საქმიანობის ან ინფორმაციის შესახებ და ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის კუთხით არ არის ინფორმირებული ფაქტების ან გარემოებების შესახებ, რომლებისგანაც არაკანონიერი საქმიანობა ან ინფორმაცია ხდება ნათელი; ან
(b)
ასეთი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელი მოქმედებს ოპერატიულად, რათა წაშალოს ან შეწყვიტოს წვდომა ინფორმაციაზე;
2.
პირველი პარაგრაფი არ გამოიყენება იმ შემთხვევებში, როცა მომსახურების მიმღები მოქმედებს მომსახურების მიმწოდებლის გავლენის ან კონტროლის ქვეშ.
3.
აღნიშნულმა მუხლმა გავლენა არ უნდა მოახდინოს სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობაზე, მხარეების კანონმდებლობის შესაბამისად მოსთხოვოს მომსახურების მიმწოდებელს დარღვევის შეწყვეტა ან აღკვეთა, ასევე, არ უნდა იქონიოს გავლენა მხარის შესაძლებლობაზე, რომ შეიმუშაოს პროცედურები ინფორმაციაზე წვდომის შეწყვეტის ან აღკვეთის სამართავა