1.
მხარეები აღიარებენ, რომ შუამავლების მომსახურება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მესამე მხარის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის და საშუამავლო მომსახურების მიმწოდებლებისთვის უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ამ ქვენაწილში განსაზღვრული ზომების გატარება.

2.
ამ შეთანხმების 124-ე მუხლის მიზნებისთვის „მომსახურების მიმწოდებელი“ გულისხმობს ციფრული ონლაინ კომუნიკაციებისათვის გადაცემის, მარშრუტიზაციის ან კავშირების მიმწოდებელს, მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ ორ ან მრავალ წერტილს შორის, მომხმარებლის მიერ არჩეული მონაცემებით, კონტენტის მოდიფიცირების გარეშე. ამ შეთანხმების 125-ე და 126-ე მუხლების მიზნებისთვის, „მომსახურების მიმწოდებელი“ ნიშნავს მიმწოდებელს ან საშუალებების ოპერატორს ონლაინ მომსახურებისთვის ან ქსელთან დაშვებისთვი