1. ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე, სერტიფიკატის მაძიებელ კომპანიაზე სერტიფიკატი გაიცემა სერტიფიცირების კომისიის დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. სერტიფიკატის მაძიებელ კომპანიაზე სერტიფიკატი გაიცემა სერტიფიცირების კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა.

3. სერტიფიკატი გაიცემა სამინისტროს მიერ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმით, რომელსაც ხელს აწერს სერტიფიცირების კომისიის თავმჯდომარე.

4. სერტიფიკატის გაცემა ხდება სერტიფიკატის მაძიებელი კომპანიის მიერ სათანადო განაცხადის დარეგისტრირებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა, რომელიც შესაძლებელია, ერთჯერადად გაგრძელდეს იმავე ვადით, სერტიფიცირების კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.

5. სერტიფიკატის მაძიებელ/მფლობელ საშუამავლო კომპანიას სერტიფიცირების კომისიის გადაწყვეტილება ეცნობება ელექტრონული (სპეციალური ელექტრონული პროგრამის გამოყენებით), ასევე შესაძლებელია ეცნობოს მატერიალური ფორმით (გაიგზავნება ფოსტით