1. სამინისტრო უზრუნველყოფს სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიების შესახებ ინფორმაციის საჯაროობას და მონაცემების სისტემატურად განახლებას მასში ცვლილებების საფუძველზე.

2. სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიების შესახებ, სამინისტრო უზრუნველყოფს შემდეგი მონაცემების საჯაროობას:

ა) საშუამავლო კომპანიის დასახელება;

ბ) იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები;

გ) საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი; ელფოსტა; ვებგვერდი ან სოციალური გვერდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში));

დ) სერტიფიკატის მოქმედების ვადა (გაცემისა და დასრულების თარიღები);

ე) ინფორმაცია სერტიფიკატის შეჩერების, გაუქმების, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის აღდგენისა შესახე