1. საშუამავლო კომპანიების საქმიანობის სერტიფიცირების ამ წესით განსაზღვრულ პირობებთან ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობაზე მონიტორინგს ახორციელებს შრომის ინსპექცია.
2. ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად კომპანიის მონიტორინგის შემდეგ, შრომის ინსპექციის მიერ გაცემული შესაბამისობის აქტის საფუძველზე, სერტიფიცირების კომისია იღებს გადაწყვეტილებას კომპანიისთვის სათანადო სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.
3. შრომის ინსპექცია უფლებამოსილია, ასევე განახორციელოს საშუამავლო კომპანიის მონიტორინგი სერტიფიკატის გაცემის შემდეგ, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან, საშუამავლო კომპანიის საქმიანობის შეუსაბამობის თაობაზე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მონიტორინგი ხორციელდება „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის №99 დადგენილებით განსაზღვრული არაგეგმური შემოწმებისთვის განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული მონიტორინგის თაობაზე შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირი ავსებს ამ წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ მონიტორინგის კითხვარს და ადგენს ამ წესის №2 დანართით განსაზღვრულ შემოწმების აქტს, რომელსაც ტვირთავს სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში.
6. შემოწმების აქტს ხელს აწერენ შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირი და საშუამავლო კომპანიის უფლებამოსილი პირი (ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში აქტზე კეთდება სათანადო ჩანაწერი).
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად შედგენილ შემოწმების აქტს სერტიფიცირების კომისიის სამდივნო წარუდგენს სერტიფიცირების კომისიას, რომელიც ამ წესის მე-13 მუხლით განსაზღვრული პროცედურების დაცვით მიიღებს გადაწყვეტილებას საშუამავლო კომპანიისთვის სერტიფიკატის შეჩერების/გაუქმების ან შეჩერებაზე/გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზ